4.07.12 (მარიამი)

დილით პირველისკენ გამაღვიძა თეაკომ გასვლითი დღე გვაქ და უშენოდ არ გვინდაო. დიდხანს ვიწუწუნე თქვენთან სულ ვიწყენთქო და საბოლოოდ იმ შეთანხმებით, რომ ჩემთან ერთად ივლიდნენ და ჩურჩულსაც არ დაიწყებდნენ დავთანხმდი. საუბარია თორნიკეზე და მაგაზე. უკვე კარგა ხანია ერთმანეთი უყვართ. რაც არ უნდა სასაცილო იყოს მურმანის ეკალივით დამათრევენ. ასაკით ბევრად პატარა ვარ თოკოზე, არცისე ბევრით თეაზე და ვერ ვხდები რა მუღამს უჭერენ ჩემთან ერთად სიარულს. სიმართლე რომ გითხრათ დიდად არც მანაღვლებს. ხშირად ავიწყდებათ მეც რომ იქ ვარ დაა… ნუუ მთავარია, რომ სულ მაგარი შთავეჭდილებებით მოვდივარ  სახლში. თან ამათთან ერთად ყველგან მიშვებენ.

წარმოდგენა არ მქონდა სად მივდიოდით. ავტობუსის ნომერსაც არ დავკვირვებივარ. წყნარად მივყვებოდი. უცებ კონტროლიორი მოგვადგა თქვენი ბილეთები წარმოადგინეთო. მორცხვად ვუთხარი მოსწავლე ვართქო. დანარჩენებიც ამყვნენ. ამხელა კაცი ხარ არ გრცხვენიაო? უთხრა თოკოს. მოსწავლე ვარ ბიძია-ბაბუა რ აგინდაო. არ შეეშვა მაინც. ამხელა კაცი ხართ არ გაგიგიათ სწავლა სიბერემდე როაო?  უკან გოგოები იგუდებოდნენ სიცილით. ამაზე ვაფშე გაჭედა იმ კაცმა და ჩაგაგდებ იცოდეო. თოკომ აიი იმ პაწაწინა კნუტის თვალებით ამოაძვრინა ჯიბიდან სტუდენტური და ხურდა რო ვერ იპოვა თეას ეუბნება ხო არ გაქო. ესეც აყვა, როდემდე უნდა იჯდე მამაჩემის კისერზეო. კონტროლიორს ეგონა მაგას ეუბენოდა და ისეთი მზერა სტყორცნა თავს მოგაკვლევინებდა 😀 😀 ჩემი ცოლია ბიძია-ბაბუა ყურადღება არ მიაქციოთო 😀 ამაზე უკვე ვეღარ შევიკავე თავი და გემრიელად ჩავეხუტე წინ მდგომ ქალს, რომელიც ფეხზე ძლივს იდგა 😀 ის უკანა კაცს მიაწვა დაა რამის დაბლა გავიშხლართეთ. ამ მძღოლებმა ხო დამუხრუჭება ვერ ისწავლესო, კი თქვა, მარა მეგონა მე გამლამძღავდა. აქაც სათნო სახემ მიშველა. 😀 😀

ბევრი გავატარა თოკომ და დიდ, ძალიან დიდ მინდორში ავღმოჩნდით.  პატარა ბავშვები  თამაშობდნენ დედიკოებთან ერთად. მე იქით დავჯდები ხესთან თქო ვუთხარი და ჩრდილში,  წამოვწეი. თან Beautiful World-s ვუსმენდი… უცებ პაწუა გოგო მობაჯბაჯდა:
-აქ ალ დაწე მატლები ალიან.
-მელო ალმესინია მატლების?
ელენეე.. დაუძახა დედამ და გაიქცა. ღრუბლებს ვუყურებდი, თან ვფიქრობდი და ჩამეძინა. ყველაზე საზიზღარი სიზმარი დამესიზმრა დედამიწის ზურგზე… გრძელი იყო, მხოლოდ ბოლო ნაწილი დამამახსოვრდა. გიო…. მხარი ქონდა დიდად ამოგლეჯილი, ნელ-ნელა გონს კარგავდა. ცივდებოდა. ვეხუტებოდი იმდენად რამდენადაც შემეძლო, რომ გამეთბო, თან ვტიროდი… ტუჩები ულურჯდებოდა, გულიც ჩერდებოდა… მე ჩახუტებული მყავდა და ვტიროდი… ღმერთო ასე ჯერ არასდროს მიტირია… სისხლში ვიყავი ამოთხვრილი, მთელი სახე, ხელები… თვალებიდანაც სისხლი მდიოდა…

 

უცებ წივილი მესმის. თვალების ფშვნეტით წამოვდექი დ ავხედავ თეას შეშინებულ სახეს.

უკვე 10 წუთია გაღვიძებ. რა დაგემართა? თან ტიროდი! იცი როგორ შემეშინდა?

თოკოს ფერი არ ედო. მერეღა შევამჩნიე, მაიკა და კისერი სულ სველი მქონდა.

არვიცი რა დამემართა. ბოდიშით.

ჰოო კაი უკვე 7 ხდება არ წავიდეთ?

გზაში შიმშილით ვკვდებოდით ყველა. ცოტა ვჭამეთ. მერე თეა შადრევანშიც ეგდო კაი ხანი 😀 😀 მე თვალები მქონდა დათხრაზე . დედამ დამირეკა და რაც ემეძლო სწრაფად მივედი სახლში. 11 იყო დაწყებული. 😀 ისინი კიდე იბოდიალებდნენ სადმე 😀 😀

.. მართალი ხართ. ჩემი წაყვანა არსად არღირს. მაინც პოსტს ვწერდა 😀 😀 მიაუუუ 😀 😀 მიყვარხართ

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s