1..2..3.. (თამუნა)

123..აი აი ეხა ვეტყვი..აუ არ შემიძლია..

123..აი მივწერ ეხა,კაი რა დაშავდება.-მეორე მე.რა დაშავდება და შენ გოგო ხარ

123..გამბედაობა მოიკრიბე,არ გაწითლდე

123..456 კიდე გააგრძელე,კაი რა გჭირს, სულ ასეთი ლაჩარი როგორ უნდა იყო

123..მე ამას შევძლებ123..კიდე ერთხელ დავითვლი და მივალ და ვეტყვი..123..აუ არა არ შემიძლია

ალბათ მიხვდით ამით რისი თქმა მინდა..ეს არის ადამიანთა შორის ყველაზე უიარაღო და მტკივნეული,ბევრის დამშავებელი და ბევრის მომცემი ბრძოლა.ბრძოლა შენს ტვინსა და გულს შორის..როცა ვერ გაგიგია რა უნდა ქნა..როცა გოგო ხარ და არ გინდა პირელი ნაბიჯი გადადგა,როცა ბიჭი ხარ და არ გინდა თავი მოაბეზრო,ან როცა პატარა ხარ და ფიქრობ მე ვინ მეკითხება,ან როცა მოხუცი ხარ და ფიქრობ ამ გამოჩერჩეტებულს მაინც არავინ მოუსმენს..და რა გვიშლის ხელს.გული თუ ტვინი? გული რომელიც სულ სიყვარულით,მეგობრობით ძგერს..ის გკარნახობს გიყვარდეს მოყვასი ,გიყვარდეს მტერი..და მაინც ჩვენ ვფიქრობთ რომ მას არ უნდა დავუჯეროთ? აბა ვის დავუჯეროთ ტვინს? რომელიც ცივად მოქმედებს ,არ გაძლევს მოტყუების საშუალებას ,და ჩაგძახებს”ჰა შენ აპირებ მასე მოიქცე?” “კაი რა ის ხომ გიყენებს” მაშ რას დავუჯეროთ?

როგორ მივხვდეთ რომელი გვატყუებს? მუდმივად მოსიყვარულე გული თუ ცივი გონება? მგონი ამის გარკვევა არც ისე ადვილია,არც ის ვიცი რჩევა მოგცეთ თუ არა.ანდა 16 წლის გოგომ ვის რა რჩევა უნდა მისცეს..უბრალოდ გეტყვით გადაითვალეთ 123…და გაბედულად თქვით ყოვლთვის ის რაც აზრად მოგივათ მაგრამ არც ის დაგავიწყდეთ რომ ადამიანს სანამ ბგერებს წარმოთქვამს ჯერ ტვინი აჩერებს მერე გული ,მერე ენა ,კბილები და ბოლოს ტუჩები..მეც დავიბენი იმედია ოდესმე ამ კითხვებზე პასუხს ვიპოვი და გპირდები აუცილებლად შეიტყობ შენ ჩემს ბლოგზე,რა თქმა უნდა შენი სურვილის გათვალისწინებით:)

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s