think (თამუნა)

ახლა რას ვფიქრობ? იგივეს რასაც გუშინ,გუშინწინ..და მიკვირს ..ადრე ჩემს თავში აურაცხელი ფიქრი ტრიალებდა,ტორნადოსავით ბრუნავდა მთელს თავში ახლა კი ,ამომჩემებია ერთი და ვერ ვიშორებ,დაძრწის გულსა და ტვინს შორის და ვერ გამიგია რა ხდება.რატომ ვიხსენებ იმ დიალოგის თითოეულ სიტყვას? შენზე ფიქრიისას რატომ ვიღიმი..ვაიმეე მიშველეთ ვინმემ ,მომაშორეთ ეს სიტყვები, როგორმე რადიოსავით აღარ ტრიალებდეს ჩემს თავში..რა გავაკეთო რომ ის წუთები დავივიწყო? ან მოგეწერა მაინც ,ნუთუ აღარ გახსოვს რაც მითხარი ?:) სასაცილოა .უკვე დებილივითაც ვიცინი..სასაცილოა არადა მე დავიჯერე.არადა ის სიტყვები მესიამოვნა..არადა დავიჯერე ჩემი თვალების სილამაზე..ახლა ისევ იმ ფიქრებს უნდა დავუბრუნდე ადრე რომ მაწუხებდა..ადრე ხომ ერთი ჩვეულებრივი.გადარეული აზრები მქონდა..კიდე მინდა …მინდა ამოვშალო შენი სახე მაგრამ არ გამომდის,უკვე ფოტოებშიც გეძებ იქნებ სადმე მოხვდი:) აუ რა დებილი ვარ ..კრეტინი. არა ყოველი სიტყვა როგორ მჯერა..როგორ ვერ ვისწავლე ..სულ მეამიტად როგორ უნდა დავრჩე..არადა მე შენი სული მომეწონა..გისმენდი და ვფიქრობდი ,ნუთუ ასე მიცნობს ეს ადამიანი.თითქოს ჩემს თავში იქექებოდი და სწორედ იმას ლაპარაკობდი რასაც მე ვფიქრობ ხოლმე..ისიც კი ვიფიქრე ეს ბიჭი ამვეყნიური არარისთქო.ან ადრე მიცნობდა აი სადღაც წინა ცხოვებაში..არა სწორედ ისეთები როგორ ილაპარაკა რასაც მე ვფიქრობ ხოლმე..ვუსმენდი და მეგონა ჩემს გულს ვუსმენდი..ვუსმენდი და მის თვალებში ჩემს თავს ვხედავდი..ლამაზი იყო ის წუთები..რომანტიულიც და არარომანტიულიც..ის სიტყვებიც მახსოვს ..ის კომპლიმენტიც.ანდა რა ამომიგდებს თავიდან..ახლა ვფიქრობ გამოვაქვეყნო კი ეს პოსტი? იქნებ წაიკითხო,მერე ხომ შემრცხვება..აუ რისი შემრცხვება აუ ისევ ეს ქართული მენტალიტეტი..ნუ ჩემ სახეს კიდე გაწითლება უნდა:)? რატო ლაპარაკობდი ჩემსავით,ცოვრებაში პირველად მინდოდა არ გაჩუმებულიყავი,პირველად მინდოდა მომესმინა და არ მელაპარაკა..თურმე როგორი ყოფილა როცა შენი სული გელაპარაკება,შენი ფიქრი გიდგას წინ და თავს გახსენებს..ისევ მგონებაში უნდა იყო? არ გახსოვს ის სიტყვები რაც ბოლოს მითხარი? მე რატომ მახსოვს..ანდა რისი იმედი მაქ? ან იმ დაპირების რატომ მჯერა..გავაფრინე? დამესიზმრა? თუ დამესიზმრა ასეთი ტკბილი სიზმარი არასდროს მქონია..ჩემ კოშმარებში ეს სიზმარი ნათელი სხივი იყო,ნამდვილი სასწაული..და მაინც რატომ მინდა ოცნებაში ვიცხოვრო ,რატომ არ მინდა გამოფხიზლება..რა იდიოტი ,ეჭვიანი და ეგოისტი ვარ..ასეა ასე ვარ და ვერასდროს შევიცვლები..ეს მზარავს..

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s