წამო კატა გავატყაოთ! (მარიამი)

კვირას 2 დებილი: თოკო და თეა დამადგნენ, კატის გასატყავებლად მივდივართ და წამოგვყევიო! თქვენ ვერ ხართქო? თურმე ნუიტყვი თორნიკეს ბებიის გადაცვალებიდან 4 წელი გასულა და სასაფლაოზე ადიოდნენ ყვავილების ასატანად! თეაკო მაინც მომავალი რძალია მარა  მე რაღას მერჩოდნენ არ ვიცი. ამათთან მოწყენა არ მეწერა და გავყევი. ბევრი არ მიფიქრია რა ჩამეცვა, მიუხედავად იმისა, რომ კნუტი არ გვყავდა მაინც რაღაცნაირად გამოვიყურებოდით…  რა გვეცვა? თეას გრძელი შავი სარაფანა, მე მაისური და კალაპოტიდან ამოგლეჯილი შარვალი, თოკოს როგორც ყოველთვის! ვერვიტან უფროსი თაობა რაღაცნაირად რომ მიყურებს  ამიტომ სამაჯურების ასხმულა სახლში დავტოვე (თუ დამატოვებინეს)!  ყველაზე სასაცილო ისაა, რომ გაჩერების ყუთში თუ რაცქვია მოსაცდელი როა, სკამის ქვეშ იწვა, პატარა საყვარელი კნუტი. თეამ დაავლო ხელი და მომყავსო დაიწყო. ჩვენც არ შევწინააღმდეგებივართ და ხალხით სავსე (არა მართლა ბევრი ხალხი იყო) სასაფალოს დავადეგით კნუტით და რაღაცა გაცრეცილი ვარდებით! 😀 😀 არა მართლა ბევრი ვიცინეთ. “დღისით, მზისითაც რომ არ ერიდებიან…” “ამდენი ხალხის რომ არ ცხვენიათ, ესენი რა იზრდებიან” თოკომ სანთელი აანთო  და ვარდები დააბინავა! მერე ცოტა ზევით ავედით, სადაც არაფერი აღარ იყო. სანამ ესენი ჭუკჭუკებდნენ მე ფისოს ვეთამაშებოდი. ბოლოს გავუშვი და წამოვედით! ზიზღით სავსე თვალები დაა საფლავის ქვებზე მიწერილი ციფრები, ბოროტი მზერები, თითქოს შურით მიყურებდნენ, ან იქნებ უხაროდათ  ამ სამყაროს რომ გაეცალნენ… გავედით გარეთ და ღრმად ამოვისუნთქე. ბევრი ვიარეთ ფეხით. საღამოს სახლში მისული დავფიქრდი და შემეცოდა კნუტი რომ დავტოვე! არადა ისეთი საყვარელი იყო. მე მაინც ზღარბი მინდა!!!

Advertisements

19 thoughts on “წამო კატა გავატყაოთ! (მარიამი)

  1. ბაბუაჩემმა მოკლა ზღარბი..
    რათქმაუნდა სასამართლო მოვუწყვეთ.. ჩემმა პატარა ბიზაშვილმა სასჯელად საკუთარი ცრემლებით აზღვევინა საწყალ კაცს,როგორც გინდათ ისე გამიცოცხლეთ დედა ზღარბიო..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s