ჩამეხუტე რა.. (თამუნა)

ბიჭები:)

მისი სხეულიდან გამოდინარი სითბო,თვალების სიღრმავე..ტუჩემის ნაზი ნელი მოძრაობა..მისი გრაციოზული სიარული..მისი გამოხედვა ..თვალები .ცხვირი ტუჩები და ღიმილი..ღიმილი ჩაჭყლეტილი ლოყებისა ,ღიმილი რომელიც სულ მაგიჟებდა..მოდიოდა გრაციოზულად შიშის ზარს მცემდა და ,და მტოვებდა,მტოვებდა ოცნებებში ჩაზირულს..მისი ამაყად აწეული თავი ნაზი კისერი, მთხოვდა მთხოვდა მივახლოებოდი ნაზად შევხებოდი და მისი კანის სიგრილე მეგრძნო..ვოცნებობდი ქარი ვყოფილიყავი, რომ ყოველ მის გავლაზე კოცნით დამესაჩუქრებინა, ვოცნებობდი მზის სხივი ვყოფილიყავი დილით რომ დააჭყიტებდა და ახალი ლამაზი დღის გათენებას აუწყებდა..მშურდა ყველა იმ ადამიანის ვინც მისი ყურებით ტკბებოდა..მაგიჟებდა მისი ქუსლების სინქრონული ხმა ..მაგიჟებდა იმის ყურება თუ როგორ ეხებოდა მის ფეხებს ნაზი ,თითქმის სიფრიფანა კაბა..და არცერთხელ არცერთხელ ცუდი არ გამივლია მასზე,,ის ხომ ანგელოზი ..ფრთაშესხმული ანგელოზი იყო..თან როგორ უხდებოდა.მხოლოდ მე ვხედავდი მის ფრთებს დიდი თეთრი და ქუთქუთა იყო..მე ვხედავდი მის მთავარ ხიბლს , სიფაფუკესა და რაც მთავარია ამ ლამაზ სხეულში მოქცეულ უნაზეს სულს..მე შემეძლო ამომეცნო მისი თითოეული გამოხედვა..შემეძლო წლებით მეყურებია მისი თვალებისათვის და თვალიც არ დამეხამხამებინა..დავინახავდი და დებილი გამომეტყველებით ვაკვირდებოდი..ბოღმით ვივსებოდი როცა ვხედავდი როგორ ჭამდნენ თვალებით სხვა ბიჭები და ვერცერთხელ შევძელი უბრალოდ მივსულიყავი ,მივსულიყავი და 1 სიტყვა მაინც მეთქვა..

გოგოები:)

აუ აუ ნახე როგორ მოდის..კაი ეხა არ გადაირიო. აუ ნახე ჯერ როგორი კუნთებიაქვს..რა სახის ნაკვთები..ღრმა თვალები.ალუბლისფერი ტუჩები თან როგორი ღიმილი,ირონიული ,სიძლიერის გამომხატველი სახის ფორმა..ლამაზი ღაწვები..მერე ზმანი ..ვაიმეე მაგიჟებს..რა კარგი სტილიაქვს , მერე როგორი ჩავლა იცის ხოლმე .მიდის და მიაქვს..რა მომხიბვლელია როცა ძმაკაცებთან ერთად მაღვალაკობს..მაგიჟებს როცა ბავშვებს ეთამაშება, უცინის ,კოცნის..სიბრაზისგან ვიხრჩვები როცა ვხედავ სხვა გოგოებს როგორი ანთებული თვალებით შესცქერის..რამდენჯერ მიოცნებია ნეტა ჩემთვისაც შემოეხედოს ,ოღონდ არა აღზნებული თვალებით არამედ იმ თვალებით მე რომ ასე მიყვარს..მიყვარს მისი გამოხედვა როცა მასში სითბო სიკეთე იგრძნობა..როგორი ძლიერი,მამაკაცური ადა სიმპათიურია..ღმერთო ოდესმე თუ შემეძლება მივუახლოვდე..რბილ ლოყაზე ვეამბორო,მისი სიგარეტში არეული სუნამოს სუნი შევიგრძნო,ჩავეხუტო ,მისგან სითბო ვიგრძნო..ოდესმე თუ შემეძლება მის მკლავებში დავიძინო..დილით მისი სახე დავინახო..მისით ვიცხოვრო..ნეტავ იმდენი გამბედაობა მაინც მომცა რომ უბრალოდ მივიდე..და რა ვუთხრა .მხოლოდ 1 სიტყვა..ღმერთო მაპოვნინე ის ერთი სიტყვა..:*

ეხა არ თქვათ ასე არ არისო..და მაინც რა აქვთ საერთო ის რომ გამბედაობა არ ყოფნით,არა უბრალოდ სიყვარული, ხედვა ,აი სწორედ ის ხედვა რითაც ისინი მათ საყვარელ ადამაინს უყურებენ ხოლმე..ის ხედვა რომელიც მათ სულებში იქექება..ეს ხომ ყველას არ შეუძლია..:)

Advertisements

7 thoughts on “ჩამეხუტე რა.. (თამუნა)

  1. სრული ჭეშმარიტება წერია ❤ და ჩემი მეგობრების მაგალითითაც ვრწმუნდები ,რომ სრული სიმართლე წერია ამ პოსტში ❤

  2. გამოხმაურება: შეცვლილი მეტიჩარა? მაინც მეტიჩარა სამუდამოდ! (თამუნა) | მეტიჩარა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s