ჩემი ქუთაისი… (თამუნა)

დღეს გავყურებდი ჩემი ქუთაისის ქუჩებს და თავი დამნაშავედ ვიგრძენი. ეს ქალაქი ჩემი მეორე დედაა..ის მასაზრდოებდა მისი სილამაზით,მისი ქუჩებით .ის მეხმარებოდა და მიკეთებდა გუნებას როცა რაიმე მჭირდებოდა..სიხარულსაც ის ზიარებდა …როცა ჩუმად ყოფნა მჭირდებოდა მატკბობდა მისი ხედებით და ფიქრსაც თავისუფლად ვუზიარებდი… მე თქვენთვის ჩემი საამაყო ქუთაისი არ გამიცვნია.. ყოველთვის სატახტო ქალაქი..ჩემი ნიუ იორკი , ჩემი პარიზი და ჩემი მადრიდი…ახლა ერთად გავუყვეთ მის ქუჩებს და დარწმუნდებით აღფრთოვანების მიზეზს…

რა თქმა უნდა ვიწყებთ ძველი ხედებით…ეს ხომ მთავარია..ფოტოები ერთ ბიჭს ეკუთვნის რომლის გვერდიც დღეს შემთხვევით აღმოვაჩინე და გამიძლიერ ამ ერთი შეხედვით პატარა ქალაქის სიყვარული.:*

ეს არის ტაძარი რომელიც ჯერ კიდევ 5 წლისას აღფრთოვანებაში მოვყავდი(მანამდე არ მახსოვს:))  უდიდესი ისტორიის მატარებელი ძეგლი ,რომელსაც  ჩვენი ლოცვა ასაზრდოებს..ხშირად დავფიქრებულვარ და ოცნებად მქცევია სხვა ქვეყნის ძეგლების ნახვა , ალბათ რამდენი რამ უნახავთ მათ და ოცნება მიძლიერდება..მაგრამ სამწუხაროდ არასდროს გამივლია აზრად თუ როგორი ქუთაისი , როგორი ადამიანები ენახა ბაგრატის ტაძარს რომელიც  ქალაქის უდიდეს ნაწილს გადმოყურებს..

ჩემი ძველი ქუთაისი..

ბაგრატიდან ჩამოსულს თვალი გაგექცევათ ამ საოცარი ხედისაკენ..შემდეგ კი გვერდს ვერ აუვლით შენობას რომლიდანაც ოდითგანვე მაღალი ბგერები და საოცარი მუსიკა ისმოდა..ესაა ოპერისა და ბალეტის თეატრი..მისი უდიდებულესობა ახლახანს შელამაზდა მაგრამ მე ნაოჭები უფრო მომწონდა,  კედლებზე დროის კვალი , ის განაგრძობს მედიდურად დგომას და კიდევ და კიდევ დააკვირდება აქ გამმვლელთ…

ჩვენი ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ ადგილია რომლიც განსაკუთრებულად უყვართ ქუთაისის მცხოვრებთ..აქ შეგიძლია ჩამოჯდე ,იკითხო,წერო .. მუზები კი არა მოდიან არამედ ადგილი დაუმკვიდრებიათ და ნებისმიერ ადამაინს ეხმარებიან რაიმე გენიალურის შესაქმნელად..ჩემი სიტყვები ზედმეტად რომ არ მოგეჩვენოთ ეს უნდა ნახოთ..

ნელ-ნელა მივემართებით დიდი თეატრისაკენ ..რომლის სცენაზეც უამრავი გენიოსი მსახიობი აღზრდილა..მას ახსოვს მთელი გრძნობით მიძღვნილი აპლოდისმენტები, მის წინ გადაშლილი, მედიდურად მდგარი დავით აღმაშენებლის ძეგლი. ახლა კი ულამაზესი ფანტანი ,რომლის არქიტექტურა არაჩვეულებრივადაა შეხამებული ამ ქუჩის ისტორიას…

მოედნიდან მივემართებით ქარვალასაკენ..მის წინ კინოთეატრი ..

ნელ-ნელა გავდივართ ჩემთვის უალმაზეს ქუჩას და ვუახლოვდებით თეთრ ხიდს..…ესეც ჩვენი თეთრი ხიდი რომელზეც შემოსკუპებული ბიჭუნა დარწმუნებული ვარ ნებისმიერ ქართველს ეცნობა და მისი ქუდიც არაერთხელ დაუხურავთ ალბათ…

ეს არის ის მცირედი ჩამონათვალი რასაც შეუძლია  წარმოდგენა შეგიქმნათ, მაგრამ მე არც სიტყვებით და არც ფოტოებით ქუთაისის ნამვილი სილამაზის გადმოცემა არ შემიძლია.. უბრალოდ უნდა ნახოთ.:)


2 thoughts on “ჩემი ქუთაისი… (თამუნა)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s