არა რა ვინ ეკითხებოდა (თამუნა)

წინა ღამე:)

როგორც ყველა ,ისევე მეც დაძინებამდე უამრავი თემის განხილვას ვასწრებ..ახლაც არ მეძინება ,და დღევანდელ დღეზე დავფიქრდი ,რა მოხდა ღირებული და რა დამრჩა გამოსასწირებელი.დავფიქრდი იმაზეც რა შემემთხვა და უამრავი კითხვა მომაწვა..კითხვები ადამიანური და სნტიმენტალურიაა,მაგარმ ამ ვარსკვლავებიან ღამეს ჩემს თავს ამის უფლებას ვაძლევ..მაგალითად: რატომ არ მყოფნის ძალა უბრალოდ გავიდე და ადამიანებს პირში მივახალო რას ვფიქრომ მათზე, ყოველგვარი შელამაზებისა და აფერისტობის გარეშე? წარმოგიდგენიათ როგორ რადიკალურად შეიცვლება თქვენი ცხოვრება როცა იზულებით აღარ მოგიწევთ გაუღიმოთ არასასურველ ადამიანს? და მაინც რატომ ვაკეთებთ ამას. მე როგორც მთელი სამყაროს 99% არ მყოფნის ძალა ჩემი ცხოვრება საფუძვლიანად შევცვალპ, ყოველგვარი სიამაყე, შიში, სირცხვილი.ამოვძირკვო და მხოლოდ და მხოლოდ თვისუფლება დავნერგო..

შემდეგი: რატომ ყოფნის ადამიანს სულ პაწაწინა გულის სატკენად და ასევე პაწაწინა უდიდესი სიხარული განსაცდელად..რატომ არის მნიშვნელოვანი ჩემთვის ყველა გამვლელის შეხედულება, ნათქვამი ჩემზე? რატომ არ შემიძლია უბრალოდ როგოც იტყვიან ხოლმე დავიკიდო? რატომ მწყინს სხვისი ნათქვამი სიტყვა ? არა ბგერა? .1 წამს შეუძლია ცემი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციოს.და როგორ ავიცდინო ეს წამი?ეს ჩემს ასაკს დავაბრალო თუ ფსიქოლოგიურ მეს?

ახლაც მიჭირავს კალამი ხელში და მხოლოდ იმას ვფიქრობ როგორ გამოვიდეს ლამაზი წინადადბა ის კი მავიწყდება ,რომ თითოეულ სიტყვაში ჩემი სული იკითხება..რატომ ვარ დღემდე გულიბრყვილო? ამას ხო ამდენი წლებია ვებრზვი ,რატომ დაესადგურებინა ჩემს სულში და რატომ მოეკიდებინა ფეხი ასე ღრმად ,არ მინდა კიდევ მატყუებდნენ, არ მინდა თავი ძლიერი მეგონოს ან მოვაჩვენო..მე ხომ მხოლოდ სიხარული მასაზრდოებს.ხოდა რატომ ცდილობენ გული გამიტეხონ? რატომ ვერ ვსწავლობ ჩემ შეცდომებზე? .

აი დღეს ხომ ასე საწყლად ვგრძნობ თავს .აი ხვალ ცივი გონებით როცა გავირვიძებ ,ვიაზროვნებ და ამ ნაწერს გადავიკითხავ ვიცი ჩემს თავს დავცინებ ,რომ ასეთი სისუსტე გამოვიჩინე ,რომ სულ რაღაც 1წინადადება მეყო ,რომ ტავი არარაობად მეგრძნო..მაგრამ იმ თამუნას რომელიც ხვალ გაიღვიძებს გულის სიღრმეში არ დამცინებს .არამედ გამიგებს კიდეც და შეიძლება შემომიზიარდეს..საოცარია რამდენი რამის დატევა, შეგრზნობა შეუძლია ადმიანს, რა უძღვავი შესაძლებლობები გააჩნია .და დროს რაში ვკარგავთ , რა ტქმა უნდა იმის ფიქრში თუ როგორ ვატკინოთ გული ერთმანეთს .ყველაზე ცივი იარაღი იცით რა არის? არა ატომური ბომბი რომელიც დაუნდობლად ჟლეტს ადამიანს .არამედ სიტყვის მნიშვნელობა რომელიც ადამიანს და მის სულს ანაკუწებს..ეს არის ყველაზე შეუბრალებელი იარაღი არც კი სეიძლება კაცმა გამოიყენოს..მე დავამთავრე დღეს:)

მეორე დღე:)

დაგღალათ არა ჩემმა სულელმა მეორე მემ? ალბათ ნახავთ და შეადარებთ თუ რა ჭიდილი მიდის ჩენს შორის..არა იარაღში ვეთანხმები და სამწუხაროდ მეც მიწევს ხოლმე გამოყენება…არა მართლაც არ სენტიმენტალური ვიყავი გუშინ .ერთი იდიოტის სიტყვები გულზე მომხვდა და როგორც გათამამებულ გოგოებს სჩვევიათ. ჩემს გრზნობებს გასქაანი მივეცი..

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s