უბრალოდ წაიკითხეთ.. (თამუნა)

სიკვდილის გაცნობიერება გვაძლევს ძალას,ვიცოცხლოთ.!

ამ სიტყვებზე მინდა ავაგო, ჩემი მთავარი სათქმელი.დიახ სწორედ სიკვდილის წყურვილს შეუძლია, სიცოცხლის სურვილი გააღვიძოს.სწორედ ასეთი ცხოვრება ჩაუსახა ავტორმა მის მთავარ პერსონაჟს.მან მოაწყურა მთელი სხეულით მოანდომა ვერონიკას სიკვდილი, ხოლო მის სულს ლაღად ფრენა, ბოლოს და ბოლოს ყველას ხომ არ შეუძლია ცხოვრებისეულ ჭიდილში ჩაერთოს ისე ,რომ არც სინანულმა შეაწუხოს ,არც შიშმა და არც სხვა მომაბეზრებელმა გრძნობებმა, ამიტომაც გადაწყვიტა თავი მისთვის ყველაზე მისაღები მეთოდით მოეკლა, გაენადგურებინა მისი ამქვეყნიური მე, გათავისუფლებულიყო წუთისოფლის უღელიდან ..

თუმცა ესეც არ დასცალდა .გიჟიაო.. ამიტომაც მოათავსეს იმ ადამიანთა გვერდით რომლებსაც თავიანთი სამყარო შეუქმნიათ ,ჩაკეტილან და აზრადაც არ მოსდით რეალობას დაუბრუნდნენ..და მაინც რატომ არ დასცალდა ამ გოოგონას გაჰყოლოდა,მის სურვილებს ,მოწოდებას..მაგარმ ის ხომ მხოლოდ 24 წლის მწვანეთვალება გოგონა იყო .ალბათ მთავარი მიზეზიც ესაა,მას ჯერ არც უცხოვრია,არ შეუსრუტია დადებითი მხარეები ,მას მხოლოდ ჩაკეტილობა ,ტკივლი უგრძვნია.და მწერალმაც რომელიც განაგებს მისი პერსონაჟების გუნებას,არ გაიმეტა ვერონიკა და აჩუქა მას სიცოცხლის ფასდაუდებელი დღეები.და რა თქმა უნდა ჩემი იმედები გამართლდა , სიკვდილის მოლოდინში მან შეძლო და დააფასა ცხოვრება .შეისწავლა საკუთარი თავი და ეს გოგონა გახდა სიცოცხლის სხივი არამარტო მისი თავისათვის არამედ გარშემომყოფთათვისაც.

პაულო ამბობს -გრძნობა რომელიც გვკლავს, ბრძოლისუნარიანობას გვიკარგავს ,ტვინს გვითიშავს, გულს გვილპობს ..მას ყვლაზე არსასურველი სახელი ,სწორედ ნაღველი ჰქვია ,,ეს ის ნაღველია თავს არასაურველად რომ გვაგრძნობიებს..ამ ქვეყნის ტვირთად და გვიბიძგებს უდიდესი ცოდვის ჩასადენად..მას შეუძლია მოგვაშოროს ყოველგვარ ადამიანობას .და როგორც საზოგადოდ ხდება ხოლმე, და არა მარტო..ხსნად თქვენთის უკვე კარგად ცნობილი „სიყვარული“ გვევლინება ,ის უნათებს გზას ,უხანგრძლივებს ცხოვრებას.თუმცა მათი სიყვარული  ყველასგან განსხვავებული და არარეალურია..თუმცა როგორ უნდა იყოს ნორმალური შიზოფრენიკისა და სიკვდილს მოწყურებული გოგონას სიყვარული..თუმცაღა ისიც საკვირველია რას შეიძლება ვუწოდოთ რეალური და არარეალური..

ჩემი თემაა რომელიც ერთ კონკურსში გავაგზავნე მარა პასუხი არ მომივიდა ,ისიც არ ვიცი გაიგზავნა თუ არა..მოკლედ დაიკიდეთ უბრალოდ წაიკითხეთ ხოლო თუ მოგეწონებათ გეტყვით წიგნის სახელს..სასიამოვნო წასაკითხია და ვატყობ ამ წიგნს კიდე ერთ ორ თემას მივუძღვნი:*

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s