სჭირდება კი სათაური? (თამუნა)

არ ვიცი რატომ ხდება, როგორ ხდება ,ახლა უკვე აღარაფერი აღარ ვიცი.მთელი ცხოვრება ვცდილობ თავში ჩავიტენო ყველაფერი მჭირდება არ მჭირდება ,უბრალოდ უნდა ვიცოდე ყველაფერი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ,ყველაფერი უნდა მცოდნოდა ..ალბათ იმიტომ რომ მე არ შემეძლო და არ შემიძლია წარმოვაჩინო  ჩემი ნამდვილი სახე .ვიყო განსხვავებული და შემეძლოს ამის აღიარება.აღმოვაჩინო ჩემი თავი სხვა ბევრთაგან ,გამოვყო ,გავაძლიერო და ამისთვის არც რაიმე უდიდესი დამცირების გადატანა მომიხდეს და არც რაიმე სიხარულის ,არასდროს დაფიქრებულხართ რატომ ხდება -ბავშვი იბადება,ნელ-ნელა ნაბიჯებს დგამს ,ბგერების გამოთქმას ცდილობს ,მერე მომწიფების ასაკში გონება ერევა ,ხოლო როცა საკუთარი თავის აღმოჩენას ცდილობს ,ის აღმოაჩენს რომ არ ჰგავს სხვებს,რომ ვერ იცავს იმ ადამიანთა მიერ დაწესებულ წესებს რის შედეგადაც მუდამ დაბორკილებმა უნდა ვიაროთ..

რატომ უნდა ეჩქარებოდეს მუდამ სადმე ,ჯერ სკოლაში ,კოლეჯში, სამსახურში ,პაემანზე რატომ არ ტრიალებს ისრები არეულად ,რატომ მაინც და მაინც იმ წყობით ან რატომ არის წუთში 60 წამი ად არა 50 ან 100..?რატომ არ შეგვიძლია ჩვენი თავი აღვიქვათ ისეთები როგორებიც ვართ,და სულიერი მომწიფების დროს უკან არ დავიხიოთ.არ მივატოვოთ ჩვენი მე ,ზურგი არ ვაქციოთ,ვაცადოთ საკუთარი თავი წარმოაჩინოს ,იამაყოს ,დატკბეს  ,მივცეთ ნება იყოს განსხვავებული ..რატომ არ შეგვიძლია ვაკეთოთ ის რაც გვსურს ,გადმოვხტეთ მრავალსართულიანი შენობიდან და ფრენის სიტკბო ვიგრძნოთ,რატომ არ შეიძლება საზოგადოებაში გაიცინო ხმამაღლა ის ხომ ჩვენი ბედნიერების გამოხატულებაა..რატომ არ შეიძლება ყველა ოჯახი მიიღწვოდეს არა იმისათვის ,რომ მათი შვილი ექიმი გამოვიდეს.რატომ არ აძლევენ უფლებას იყოს ნაყინის გამყიდველი,ან მხატვარი ,ან მუსიკას მიეცეეს მთელი მისი ქვეცნობიერით.რატომ ვცდილობთ ქაოსი რაც  ნორმალურ ადამიანებში ხდება დავალაგოთ..და მაინც რას ნიშნავს იყო ნორმალური ,ოდესმე გიფიქრიათ რა არის სიგიჟე ? ან რა არის იყო ნორმალური? მაინც რატომ არის ღილები წინ ,ან არა უკან ,ან რატომ უკეთიათ თოკი კისერზე რომელსაც ნორმალური ადამიანი “ჰალსტუხს” ეძახის ,ხოლო გიჟს რომ კითხოთ ის გვეტყვის რომ ხედავს ფერად ჭინჭს რომელიც გვბორკავს ,არ ვიცით რატომ გვიკეთია ვინ დააწესა.მაგრამ ვგრძნობთ მისი მოხსნით გამოწვეულ თავისუფლებას ,მაინც ვინ არის ნორმალური ის ვინც “ჰალსტუხს” ეძახის თუ ის ვინც მას ფერად ჭინჭად აღიქვამს..რატომ არ შეგვიძლია უბრალოდ ვიყოთ ნირმალურები, არ დაგვტანჯოს  შიშმა .სირცხვილმა,ბედნიერებამ ,მწუხარებამ  რატომ არ შეგვიძლია განვთავისუფლდეთ ყველა იმ გრძნობებისაგან ,ვიყოთ თავისუფლები ,გვიყვარდეს ჩვენი თავები და მივცეთ მას საშუალება  იფრინოს, იფრინოს ოცნებებით ,სურვილებით .ფრთა შეასხას მას ინდივიდუალურობამ და ვიყოთ ერთადერთები,ვიყოთ გიჟები ,შეშლილები .მაშინ ხომ არ შეგვაწუხებს ადამიანთა უაზრო კანონები ,მაგალითად ის რომ როცა მარტო ხარ არ უნდა ისაუბრო ხმამაღლა ,რატომ არ შეიძლება უბრალოდ ჩემს თავს ვესაუბრო და შეურაცხადად არ ჩამთვალონ ,ან რატომ ვფიქობ ყოველთვის იმაზე თუ სხვა რას იფიქრებს ,რას იტყვის .ჩვენ თავთან საუბარს ხომ ფიქრს ვეძახით ,ხოლო ხმამაღლა საუბარი სიგიჟე რატომაა? მაინც ვინ დააკანონა,ვინ არის ნორმალური ,რეალისტი და ვინ არანორმალური,ვინ არის ფსიქოფატი და ვინ მოსიყვარულე?

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s