Let It Be (მარიამი)

დაღამდა… მალე ალბათ ყველა დაიძინებს, მაგრამ მე ვერა… ალბათ ყველას გინდათ თბილად ლოგინში წოლა და დასავნება თუნდაც 7-8 საათით… მე არ მინდა… მიუხედავად იმისა, რომ დილით ადრე გამაღვიძეს ვერ დავიძინებ… მეშინია იმის,რომ საკუთარ თავთან მარტო დავრჩები… ბევრი დრო მექნება ფიქრისთვის და მეტკინება… სადღაც გულის ყველაზე პატარა წერტილში… ბლა, ბლა, ბლა… ფორევერ, ფორევერ ელოუნ… რატომ ხდება, რომ მაშინ როცა ყველაზე მეტად გჭირდება სიმშვიდე თავს გატყდება უამრავი პრობლემა… არ შეიძლება ცოტა ხნით ტვინი სადმე მივაგდო? ეს დღეებია ფიქრს გავურბივარ… ბევრს ვიხარჯები და ისეთი დაღლილი ვწვები ხოლმე, რომ გამოცვლის თავიც არ მაქ… მგონი ამჯერად ბალიში მშრალი ვერ გადარჩება… რატომ? რატომ? რატომ? რატომ არ შეიძლება არჩევანი არ გავაკეთო? გავაგრძელო ცხოვრება ისე როგორც მიდის… რატომ ვთხოვ საკუთარ თავს შეცვლას? მგონი გაორება დამეწყო… ერთი ნაწილი დეგენერატობამდე თვითკმაყოფილია, მეორეს უნდა “ცუდი” გახდეს… ბლა, ბლა, ბლა… აუ შენ რაღას გადაგეკიდე? მარტო გარეგნობა ხო არ შეიძლება იყოს მთავარი? წიგნს ხო ყდით ვერ შეაფასებ? სიყვარულში ხომ დამარცხებულები იმარჯვებენ… რატომ? რატომ უნდა მეტკინოს ყოველთვის მე? რატომ უნდა ვიარო განადგურებულმა? რატომ ვერ უნდა მოვდიოდე აზრზე? რატომ ვერ უნდა მიგებდეს ვერავინ? რატომ წვიმს ყოველთვის მაშინ როცა გარეთ გასვლა მინდება? რატომ არ ვჭირდები არავის? რატომ არ მიღიმის ცხოვრება? რატომ მინდა ის რაც არ მაქ? რაში მჭირდები? არც არაფერში… ზოგჯერ თვალებს ვხუჭავ და სიბნელეს ვხედავ… რატომღაც მგონია იმ შავის იქით სიკვდილია… ძალიან ახლოს და თან შორსაც.. მე სიკვდილის არ მეშინია… პატარა ვარ ჯერ… კიდევ  შორი გზა მაქ გასავლელი… ან შიში რა საჭიროა… მაინც ვერ გადაურჩები… დღეს თუ არა ხვალ მოვა… თუ მოსვლა უნდა ყველგან მოვა… ნებისმიერ წერტილში… როგორც მზის სინათლე ბნელ ოთახში… ან პატარა ჭუჭრუტანა თვალებზე აფარებულ თითებს შორის… მე არ ვფიქრობ რომ არასწორად ვცხოვრობ… (ესეც ჩემი დეგენერატობამდე თვითკმაყოფილი მე) ამიტომ სიკვდილის დედაც… ცელიანი კაცების ზღაპრებშიც არ მეშინოდა… ამბობენ როცა ადამიანები სიკვდილზე წერენ ანდერძს ტოვებენო… ცოტა ავნერვიულდი… ეგ არაფერი… მთავარია საკუთარ თავთან მართალი იყო… გუშინ რამდენიმე სრულიად უდანაშაულო ბავშვმა დაასრულა სიცოცხლე საზიზღარი ღვარცოფის გამო… დავფიქრდი რა მწარე იქნებოდა დედისთვის შვილს წყალი რო გამოგლეჯდა ხელიდან…  ზედმეტად ბევრი ვიფიქრე… და მგონი მშვიდად დავიძინებ… ბოლოჯერ შევხედავ შენი და იმ გოგოს ფოტოს(მაგას ანი აშკარად ჯობია) და წავალ… ისე Let It Be ქვია პოსტს… რატომ? არვიცი? არ მკითხოთ რატომ! მაინც ვერ გიპასუხებთ… ეგ ერთი კითხვა მაწუხებს უკვე მთელი ორსაათნახევარია…  კარგი იქნებოდა ვინმეს რომ თქვა, მაგრამ იმ ვინმეს ბევრად უფრო მეტი საფიქრალი აქ ვიდრე ერთი დებილი გოგოს კიდევ უფრო დებილ კითხვაზე პასუხის გაცემაა… მე არ ვიძახი, რომ შენ ხარ დამნაშავე… რა სისულელეა… არც არაფერ შუაში არ ხარ (ვიტყუები) … უბრალოდ საკუთარ თავს იმაზე მეტს ვთხოვ ვიდრე შემიძლია… ვიცი დეპრესიების ადგილი არაა… ხოდა მორჩა… ვსო… დღეიდან აღარ ანაირი სისულელეები… არ გიღიმის ცხოვრება? ცოტა შეუღიტინე…

Advertisements

3 thoughts on “Let It Be (მარიამი)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s