მიყვარხართ მეტიჩრებო..:):):)(ttam)

 

მთელი ცხოვრება ვიბრძოდი,მივილტვოდი წინისაკენ ,ვაკეთებდი ყველაფერს რაც შემეძლო და რაც არ შემეძლო..ვეპოტინებოდი ცხოვრებას, ბევრი იმედგაცრუებაც ვიგემე,ბევრი ტკივილიც,გულის ბღავილი,ყვირილი ,ამოძახილი სულიდან ზემოთ გამოსვლის ან გახლეჩის სურვილით .ვილტვოდი მთელი სხეულით,მთელი ძალით არასდროს დავცემულვარ ,ჩემს თავს ყოველთვის ძლიერად ვთვლიდი მაგრამ გული ,გული ყოველთვის უარყოფითად მკარნახობდა ხოლმე..მივიღწვოდი უკეთესი ცხოვრებისაკენ, მქონდა უამრავი მიზანი,ოცნება ,სურვილი..მაგრამ სურვილი სურვილადვე დარჩა.მთელი ცხოვრება ბრძოლაში გავატარე ჩემს თავთან ბრძოლაში,სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდნენ ერთმანეთს ჩემი ორი მე,და ახლაც აგრძელებენ ..ვილტვოდი იმისათვის ,რომ არ მოვმკვდარიყავი უბრალო მოკვდავივით.რომ ცხოვრებაში რაღაც შემეძლო ,შემეძლო ჩემი სახელი დამეტოვებია..მაგრამ რა გამოვიდა ვზივარ ეხლა ფარხმალდაყრილი,მაჯობა,მაჯობა სიკვდილმა ..ვეღარ ვუმკლავდები ,დავიღალე ,აღარ მაქვს ბრძოლის სურვილი,ის მოცინარი ბრძოლისუნარიანი გოგონა სადღაც გაქრა ,ხო ასე გაქრა აღარ არის.პიველად დააჩოქა ცხოვრებამ,მის სახეზე ღიმილი აღარ თამაშობს.ახლა მხოლოდ ტკივილნარევი თვალები ციმციმებს.არც კი ვიცი რატომ.ნუთუ რაიმეს იმედი აქვს ..ან რისი იმედი უნდა ქონდეს როდესაც სახეზე საბოლოოდ გაქრა ღიმილი ..მა………..მაგრამ არა ის არ ჩამკვდარა ,ის მასშია მას კიდევ შეუძლია ძალა გამონახოს და გაიღიმოს ,გაიღიმოს იმ ლაღი ბედნიერი ღიმილით რომელიც ასე ძალიან უყვარდა ბოლომდე მაინც არ გასწირა ცხოვრებამ ,თავი ვერ დაახრევინა …

ყველაფერი კი დაიწყო თავიდან…

გიჟი,გადარეული,ყველაფრის გამფუჭებელი,მხიარული გოგონა ვიყავი..ვცხოვრობდი პატარა მოციმციმე ქალაქში.პატარა სკოლაში დავდიოდი,ვაბრაზებდი მასწავლებლებს ,ვტლიკინებდი გაკვეტილებზე,პარალელურად ვსწავლობდი კიდეც,კლასში მყავდა საუკეთესო დაქალი და ძმაკაცები,სხვა გოგოებს ვერ ვუგებდით რადგან როგორც ისინი იტყოდნენ ჩვენც ბიჭები ვიყავით

მიხაროდა სკოლაში სიარული,ყოველი დღე მარავლფეროვანი იყო, ერთი ვარდისფერი,მეორე ყვითელი.მერე მწვანე,იასამნისფერი,სტაფილოსფერი ხანდახან შავიც შეერეოდა ხოლმე,მაგრამ დღე არ გაივლიდა ბიჭებთან რომ არ მეჩხუბა მაგრამ 10-15 წუთში მაქსიმუმ 30 წუთში ყველაფერი გვარდებოდა..წავიდოდა აფერისტობა და ა.შ.

ერთ დღესაც…

გავაგრძელო? იქეთ საინტერესო ამბები მოდის…იმედია მოგეწონებათ..:)

 

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s