მე, არაფერი, შენ…. (მარიამი)

თუ ხარ ახალგაზრდა, გაწუხებს უძილობა და გაკვეთილებზე გიჭირს მასწავლებლის მოსმენა, სკოლის შემდეგ გეზარება მეცადინეობა, გირჩევნია იჯდე სადმე მარტო, უსმინო საყვარელ მუსიკას და იფიქრო ბიჭზე რომელსაც სულ არ აინტერესებ, გეტყვი რომ შეყვარებული ხარ… ანუ შენზე ვწერ…  ნერვები მეშლება როცა ვხვდები რომ ამას არ ნახავ… ან რავიცი 100დან 3 შანსი არსებობს…. ძალიან ცოტაა მაგრამ სიტუაციის შესაფერისი….

If I Was Your Girlfriend I’ll Never Let You Go…. მეკო უსმენდა და ამეკვიატა… ჯასტინისაა მაგარმ მერე რაა? უბრალოდ ამეკვიატა და მორჩა… თითოეულ სიტყვას ვიაზრებ და უცებ თვალწინ მიდგები შენ და მე და სულელური სიცილი და არაფერი… ისევ ვუყურე იმ ვიდეოს… კიდე ვიტირე… აუ კაი რაა… რატო მომდის ყველა უბედურება მე? ან შენ რას აგიკვიატე? არვიცი, ალბათ სხვანაირი ხარ. არცისე სიმპატიური, მაგრამ კარგი… პატარა ჭორფლები რომ გაქვს და აბურძგნული თმა…

მერე რა რომ ძალიან, ძალიან,ძალიან მინდა ისე იყოს როგორც მინდა და მერე რა, რომ არ არის ეგრე… მერე რა თუ ხანდახან ცუდ ხასიათზე ვარ…მერე რა რომ მეშინია ზოგჯერ…მერე რაა რომ დილა ისე აღარ იწყება როგორც ადრე… მერე რაა რომ შაბათი შაბათს აღარ გავს… მერე რაა რომ ყველაფერზე აღარ ვიცნი… მერე რაა რომ ჩიკო აღარ ვარ…  მერე რა… მე ხო ასეთი ვარ? ცუდი, მაგრამ კარგი ხანდახან…  არ შეიძლება ასეთი გიყვარდე?

თუ არაფერი გამოვა შევიცვლები… არა სულ ვერა მაგრამ ნაწილობრივ… შენ საყვარელ მუსიკას მოვუსმენ, არ ვიბუზღუნებ, ყურებამდე გაღიმებული ვივლი… სკოლასაც გავაცდენ (ოღონდ ხანდახან) ((ხო გახსოვს მე შკოლნიცა რო ვარ?)), ყველგან ერთათ ვივლით, შენ სახეზე ჭორფლს დავითვლი, წვიმაში ჩაგეხუტები, დაფას მოგიხატავ ბომჟიკა ბიჭებით, ხო და გპირდები სულ როცა დაგჭირდება შენთან ვიქნები… გერმანულის რეპეტიციებსაც გავაცდენ და ისე დებილურად აღარ მოვიქცევი როგორც ადრე… ახლა დაგაფასე, როცა შორს ხარ… ნეტა ყველაფრის თავიდან დაწყება შეიძლებოდეს… აღარ ვარ ბავშვი დამიჯერე… სულ შევიცვალე და მიხვდები შენც…რა გადაეკიდე იმ ანის? არ უყვარხარ არაააააა… ან რა მოგწონს მაგაში? დათხაპნილი თვალები? თუ ის შენ უახლოეს ძმაკაცს რო ეფლირტავება? ვერ ამჩნევ? მე  კიი… და ვაფშე ყველა შენ გარდა…

ვერ გეტყვი რო მიყვარხარ.. მართლა არვიცი რას ვგრძნობ… მაგრამ როცა ტირი მგონი ცუდათ უნდა გქონდეს საქმე…

მჭირდები ისე, როგორც შოკოლადს რძე, როგორც წვიმას ღრუბელი, როგორც ჩიკოს ბლა….

Advertisements

6 thoughts on “მე, არაფერი, შენ…. (მარიამი)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s