Para-para-paradise (მარიამი)

ახლა თბილისის დროით 5 საათი და 53 წუთია. მეც როგორც იქნა გამოვაღწიე სახლიდან და გეზი სკეიტპარკისკენ ავიღე! აუუ 8ზე უკვე სახლში უნდა ვიყო… მე ხო წესიერი გოგო ვარ… ისე ვაღიაროთ ძალიან მაგარი ლუქი მოვიფიქრე! მერე რაა რომ კედები არვარგა? სამაგიეროდ პრინტები და ფერები ეხმაება ერთმანეთს! მოვიდა ჩემი ავტობუსი… ისეთი ამბავია დაჯდომაზე ოცნებაც არ ღირს! ვიღაც ძაან ძერსი გოგო გაეძრო და ერთი ბიჭი. მაგარი მაიკა აცვია: “სიმფსონების ბიჭი” ახათია სკეიტით ხელში… ძლივს გადმოვაღწიე ავტობუსიდან! ახლა ცოტას ფეხითაც გავივლი და ეგაა! აუ უხერხული შეგრძნება მაქ. ყველა ბრიჯებზე მიყურებს.. ნეტა დასვრილი ხო არ მაქ? აშკარად არა… და გამოჩნდა ჩემი paradise… ბევრი ხალხი არაა… ზუსტად 6-ის ნახევარია. ანუ 1 საათი დამრჩა… წავედი სადმე დავჯდები… ჩემი სკამი ცარიელია…. და ვაფშე ნაცნობი არავინ არაა.. არც ერთი სკეიტერი, არც ბაიკერი… წავედი რაა.. (( კაი როლერების ხათრით დავრჩები…  აუ ვიღაც ქალი მომიჯდა.. და მეტლიკინება… სადმაქ მე მაგის თავი?  ავდექი და საირნობა დავიწყე… ახლა ზუსტად მე7 და მე8 კარადებს შორის ვდგავარ და ვყნოსავ მტკვარიდან მონაბერ ნიავს… რაღაცნაირი სუნი აქ… ფუუ რამდენი შეყვარებულია.. 4 წლის ბავშვებიდან დაწყებული 60 წლის ხალხით დამთავრებული…. სიყვარული მომინდა მეც…25 კარადიდან წიგნები გადმოყრილა…წავედი ისევ დავჯექი… აუ როლიკები უნდა ვიყიდო! როლიკები მაინც… და ამ სიმპატიურ ბიჭებთან ერთად ვიკატავებ მთელიდღე. (ავიწყვე ცხოვრება)  ვუსმენ ჩიტების ჭიკჭიკს, ფოთლების შრიალს მტკვრის ხმაურს და სიყვარული მინდა… ვინმე მეჯდეს გვერდით და ყურში მიმღეროს:Para-para-paradise … სახლში მივასწარი… არაფერი არ უთქვიათ…

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s