ჯინსების თაობა (თამუნა)

მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს ბევრი დრო , რომ  ვიკითხო მაგრამ როცა ჩავიგდებ ხელში ისეთ წიგნს რომელიც ძალიან დამაინტერესებს შემიძლია ღამეები გავათენო, მთელი დღე დაუღალავად ვიკითხო ოღონდ არ შემაწყვეტინონ:):)ნაცნობია არა?! ასე მირჩიეს ერთი ქართული წიგნი, რომელიც ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული..დაწყება როგორც ყოველთვის არ მომეწონა მაგრამ ნელ -ნელა აზარტში შემიყვანა მაგრამ ეს იყო რაღაც აზარტზე უფრო დიდი …შიგ მოთხრობილი საოცარი და თავზარდამცემი ისტორია რომელსაც ვერცერთი მკითხველი ცრემლის გარეშე ვერ წაიკითხავs..წიგნის სახელია დათო ტურაშვილის “ჯინსების თაობა”. აქ მოთხრობილია საბჭოთა კავშირის საქართველო..და რამოდენიმე მეოცნებე ახალგაზრდა. ათი ცხოვრება… ის რომ მაშინ ჯინსები აკრძალული იყო მხოლოდ იმიტომ რომ საბჭოთა კავშირმა ვერ შეძლო დაემზადებინა და  მარტივი გზა აირჩია და აკრძალა!! ცხოვრება უბრალო ადამიანებისათვის გაუსაძლისი გახდა…  დრო იყო როცა ხალხი საქართველოდან გაქცევას ლამობდა..განსაკუთრებით საოცარი იყო გეგა კობახიძისა და თინა ფეტვიაშვილის სიყვარულის ისტორია..  გია ტაბიძე,სოსო წერეთელი  ,ბერი თედორე ,კახა და პაატა ივერიელები,და კიდევ ბევრი სხვა ..ესენი იყვნენ ჯინსების თაობა რომელთც ჰქონდათ ერთი ოცნება, რომელსაც შეეწირნენ ..ბოლომდე იბრძოდნენ თავიანთი მიზნებისათვის ,ოცნებებისათვის..ეს მწარე პერიოდი სადაც ადამიანს მხოლოდ საკუთარი საფლავი ჰქონდა, ისიც თუ თავისი სიკვდილით გარდაიცვლებოდა…

     1983 წლის 18 ნოემბერს საქართველო ტრაგიკულმა მოვლენამ შეძრა ..ეს იყო მოვლენა რომელიც მთელ საქართველოში ექოსავით გაისმოდა  ..რამოდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ თვირთმფრინავი გაიტაცა და ამით საქართველოდან გაქცევა სცადა..ამ მოვლენამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია…გატაცებაში 7 ადამიანი მონაწილეობდა მათ შორის ერთ-ერთი ქალი იყო იყო… გამტაცებლებს დაგეგმილი ჰქონდათ უმსხვერპლოდ, მშვიდობიანად დაეღწიათ თავი და ნაწილობრივ შეასრულეს კიდეც..პირველი მსხვერპლი უდანაშაულო ადამიანი იყო რომელიც გამტაცებლებს უშიშროების თანამშრომელი ეგონათ.. თვირთმფრინავში შიშს დაესადგურებინა ..პილოტებს ამავდროულად ნაბრძანები ჰქონდათ თვირთმფრინავის მობრუნება და თბილისში დაჯდომა ..ეს იყო მთავარი რითაც გამტაცებლები მოტყუვდნენ …საკითხავია რატომ გარისკეს ახალგაზრდებმა, რატომ აიღეს ამხელა ტვირთი თავიანთ თავზე, ისინი ხომ თვილისის პრესტიჟული ოჯახის წევრები იყვნენ..ეს კითხვა კითხვადვე რჩება…ასეც მოხდა თვირთმფრინავი თბილისში ჯდებოდა და გამტაცებლებიც სწორედ მაშინ მიხვდნენ ყველაფერს…. მათ არ უნდოდათ მსხვერპლი, მათ უბრალოდ უნდოდათ ამერიკაში ჩასულიყვნენ და მოეყოლათ თუ როგორ ცხოვრობს ქართველი ერი! მათ ხომ გმირობა უნდოდათ…მაგრამ ყველაფერი ცუდად წარიმართა.თვირთმფრინავი დაჯდა … ხმა დაიოდა, რომ ქალი ყუმბარით ხელში -“თინა” თვითმფრინავის კართან იდგა და მშვიდობას ითხოვდა. იქვე მგზავრი დაამშვიდა და უთხრა რომ ყუმბარა ნამდვილი არ იყო! ეს მხოლოდ თინამ იცოდა…ნაცნობია ასვეე ფაქტი რომ გამტაცებლებმა ხალხს ურჩიეს,  ხელები ფანჯრებთან დაეწყოთ, რათა სპეცრაზმელებს ცეცხლი არ გაეხსნათ და ფაქტია რომ მგზავრების უმრავლესობა სწორედ ხელებში იყო დაჭრილი…                                                                                                                                                        დაკითხვაზე სხვებიც დაჰყავდათ, მაგრამ გამოძიება ყველაზე მეტად მაინც ირაკლი ჩარკვიანით დაინტერესდა, რომელიც გეგას ახლო მეგობარი იყო და წესით თვითმფრინავის გატაცების შესახებ სხვებზე მეტი უნდა სცოდნოდა. მოსკოვიდან ჩამოსული რუსი გამომძიებელი თავიდან ფიქრობდა, გეგამ იმიტომ არ შესთავაზა მათთან ერთად გაფრენა, რომ ირაკლის ბაბუა კანდიდ ჩარკვიანი საქართველოს ცეკას ყოფილი მდივანი იყო. თუმცა რუსი გამომძიებელი ირაკლის პირველივე დაკითხვის შემდეგ მიხვდა, რომ ზემოქმედების მიზეზი სულ სხვა იყო. ამ უცნაურმა ბიჭმა თავიდანვე გააკვირვა რუსი გამომძიებელი, რადგან მის შეკითხვებს მხოლოდ ქართულად პასუხობდა.

რა თქმა უნდა ყველა ეს ფაქტი ძნელი აღსაქმელია აქ ხომ უდიდესი სისასტიკეა მოთხრობილი მაგარმ ჩემთვის ყველაზე მეტად შემზარავი და თავზარდამცემი საპატიმროში ერთადერთი ფეხმძიმე ქალის მიმართ ჩადენილი სისასტიკე იყო..კი ეს ქალი თინა იყო რომელსაც მისი დიდი წინააღმდეგობის და მიუხედავად სასტიკად და შეუბრალებლად მოაშორეს ბავშვი …თვით ექიმებსაც უკვირდათ დაუძლურებული დედის ბრძოლა, რომ ბავშვი არ მოეკლათ…    საიდუმლო და უსაზღვროდ გაწელილი სასამართლოს შემდეგ მთელი თბილისი ელოდებოდა განაჩენს ..ყველას გულით სწამდა რომ  ბიჭებს არ გასწირავდნენ და მათ მხოლოდ და მხოლოდ პატიმრობას მიუსჯიდნენ….        მე ეხლაც გულით მწამს რომ ბიჭები არ დაუხვრეტიათ და ისინი სადღაც შორს ბედნიერად ცხოვრობენ…და ისევე როგორც ჩვენ ყველანი განათებულ და გაბრწყინებულ საქართველოს ელოდებიან ..მათ ხომ სჯეროდათ რომ ისინი გაფრინდებოდნენ და გაფრინდნენ კიდეც …ეს არის წიგნი რომელიც უცრემლოდ უბრალოდ ვერ წაიკითხავთ..მე შევეცადე მთავარი ხიბლი თქვენთვის მეჩვენებინა ,,უბრალოდ ეს წიგნი უნდა წაიკითხოთ…

Advertisements

5 thoughts on “ჯინსების თაობა (თამუნა)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s